გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი სტუმრად შტუტგარტს დაუპირისპირდა და მეტოქე 0:5 გაანადგურა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე სერჟ გნაბრი გახდა, რომელმაც ხუთივე გოლში მიიღო მონაწილეობა - ჰეთ-თრიკი გაიფორმა და 2 საგოლე გადაცემაც გააკეთა. გერმანელმა ვინგერმა შეფასების სახით 10.00 ქულა დაიმსახურა.
ასევე უმაღლესი შეფასება მიიღო რობერტ ლევანდოვსკიმაც - პოლონელმა დუბლი გაიფორმა და 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა, გარდა ამისა აღნიშნულ შეხვედრაში ლევანდოვსკიმ ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდიც გაიმეორა.
გაეცანით ყველა ფეხბურთელის შეფასებას Whoscored.com-ის ვერსიით: