გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი სტუმრად შტუტგარტს დაუპირისპირდა და მეტოქე 0:5 გაანადგურა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანამ ისაუბრა და სერჟ გნაბრის მომავალსაც შეეხო:
'მე ველაპარაკე გნაბრის და ვუთხარი, რომ მასთან სამომავლოდ მუშაობა კვალვ მსურს. მას დიდი ხანია ვიცნობ და ვაფასებ როგორც პიროვნებას და როგორც ფეხბურთელს. ბაიერნი სურვილია მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება', - თქვა ნაგელსმანმა.