გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი სტუმრად შტუტგარტს დაუპირისპირდა და მეტოქე 0:5 გაანადგურა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა 25 წლის ესპანელ ნახევარმცველზე, მარკ როხაზე ისაუბრა:
'მე მიყვარს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც მწვრთნელებს უმტკიცებენ, რომ არ იყვნენ მართლები, როცა მათ საკმარისს სათამაშო დროს არ აძლევდნენ.
თამაშის შემდეგ გასახდელში ის შევაქე, ჩვეულებრივ, ცალკეულ მოთამაშეებს სხვების წინაშე არ ვაქებ ხოლმე, მაგრამ დღეს ის ამას იმსახურებდა', - თქვა ნაგელსმანმა.
როგორც ჩანს, ამიერიდან როხას მეტი სათამაშო დრო მიეცემა.