გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი სტუმრად შტუტგარტს დაუპირისპირდა და მეტოქე 0:5 გაანადგურა.
აღნიშნულ შეხვედრაში ბაიერნის ფრანგმა გარემარბმა, კინგსლი კომანმა ტრავმა მიიღო და მისი შეცვლა დროზე ადრე გახდა საჭირო - 25 წლის 25 წლის შემტევმა მარჯვენა ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა, რის გამოც მიმდინარე წლის ბოლო ოფიციალურ შეხვედრას ბუნდესლიგაში, ვოლფსბურგის წინააღმდეგ გამოტოვეს.
გერმანული გამოცემა Bild-ი ირწმუნება, რომ კომანი დაახლოებით 10 დღე დაისვენებს და შობის შემდეგ, რეაბილიტაციას დაიწყებს.