ხვალ, მიუნხენის ბაიერნი 2021 წლის ბოლო მატჩსი, ვოლფსბურგს დაუპირისპირდება.
აღნიშნული შეხვედრის წინ, მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხუმრობით გაამხილა, თუ რას აჩუქებს საახალწლოდ კლუბის მოთამაშეებს:
'მე მათ უფრო ხანგრძლივი შვებულება მივეცი, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი.
ეს უფრო ძვირფასი საჩუქარია, ვიდრე ზოგიერთი შოკოლადი. ვფიქრობ, მოთამაშეებიც ბედნიერები იქნებიან, რომ ჩემი ნახვა დამატებით რამდენიმე დღე კიდევ არ მოუწევთ', - თქვა ნაგელსმანმა.