კატალონიის ბარსელონას თავდამსხმელს, უსმან დემბელეს ესპანურ გუნდში კარგი პერიოდი არ უდგას, რის გამოც შესაძლოა ფრანგმა ვინგერმა კლუბი შეიცვალოს.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, 24 წლის შემტევისადმი ინტერესს მიუნხენის ბაიერნი იჩენს, ისინი დემბელეს თანამემამულის, კინგსლი კომანის მთავარ შემცვლელად განიხილავენ.
მიუხედავად დიდი ინტერესისა, მიუნხენელები აღნიშნულ ტრანსფერს მხოლდ იმ შემთხვევაში განახორციელებენ, თუ კომანი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს იტყვის.