ხვალ, მიუნხენის ბაიერნი 2021 წლის ბოლო მატჩში, ვოლფსბურგს დაუპირისპირდება.
აღნიშნულ შეხვედრას ნაგელსმანის გუნდი კვლავ დიდი დანაკლისით ხვდება, ბაიერნი შემდეგ მოთამაშეებს გამოინაკლისებს: იოზუა კიმიხი (კოვიდი), ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი (კოვიდი), ლეონ გორეცკა, კორენტინ ტოლისო (კუნთის პრობლემა), კინგსლი კომანი (ბარძაყის კუნთის დაჭიმულობა) და იოსიპ სტანისიჩი (კუნთვის გაწყვეტა).
ცნობისთვის, მე-16 ტურის შემდეგ, ბაიერნი გერმანიის ბუნდესლიგას 40 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს და უახლოეს მდევართან, დორტმუნდთან, 6 ქულიანი უპირატესობა აქვს.