გუშინ, უეფა ერთა ლიგის 2022/23 სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც A ლიგაში გერმანიის ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვა.
ჰანს ფლიკის მეტოქეები მესამე კალათში იტალიის, ინგლისის და უნგრეთის ნაკრებები იქნებიან. მოგვიანებით, გერმანელმა სპეციალისტმა წილისყრა შეაფასა:
'შესანიშნავი წილისყრა იყო - ჩვენ საკუთარი თავის წარმოჩენა საუკეთესოებთან გვსურს. ერთა ლიგაზე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჯგუფი ცხრილის სათავეში დავასრულოთ.
არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის მეტოქე, ჩვენ საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ!', - განაცხადა ფლიკმა.