მიუნხენის ბაიერნის ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ Tuttosport-თან მიცემულ ინტერვიუში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:
'მიზნები იგივე მაქვს, რაც ბოლო წლებში - მოვიგო რაც შეიძლება მეტი ტიტული, გავიტანო რაც შეიძლება მეტი გოლი და გულშემატკივრები გავახარო', - თქვა ლევანდოვსკიმ.
ცნობისთვის, სულ ახლახანს აღნიშნულმა გამოცემამ 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ სწორედ პოლონელი ფორვარდი დაასახელა.