როგორც უკვე მოგახსენთ, ვოლფსბურგთან შეხვედრაში, რობერტ ლევანდოვსკიმ გერდ მიულერის რეკორდი გააუმჯობესა, კრიშტიანო რონალდოსი კი გაიმეორა.
ჯამში, ლევანდოვსკის 2021 კალენდარულ წელში 69 გოლი დაუგროვდა. ყველაზე მეტი კი 2012 წელს, ლიონელ მესის აქვს გატანილი - 91 გოლი.
საუკეთესო გამტანთა სია კი ასე გამოიყურება:
1. მესი 2012 წელს - 91 გოლი
2. მიულერი 1972 წელს - 85 გოლი
3. პელე 1958 წელს - 75 გოლი
4. რომარიო 2000 წელს - 72 გოლი
4. პელე 1965 წელს - 72 გოლი
4. ზიკო 1979 წელს - 72 გოლი
5. ლევანდოვსკი 2021 წელს - 69 გოლი
5. რონალდო 2013 წელს - 69 გოლი