მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა მოახლოებულ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ისაუბრა:
'იმ შემადგენლობით, რაც მყავს კმაყოფილი ვარ. მე არ ვარ დიდი გუნდების მოყვარული, რადგან ყოველი მატჩის წინ მძიმე გადაწყვეტილებების მიღება გიწევ და ეს არ მომწონს.
როგორც უკვე ავღნიშნე, ამჟამინდელი შემადგენლობით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ცუდი არ იქნება, თუ ვინმე იჯარით წავა სხვა კლუბში, რათა მეტი სათამაშო დრო მიიღოს', - განაცხადა ნაგელსმანმა.