მიუნხენის ბაიერნის პოლონელმა ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელმაც 2021 წელი ბუნდესლიგაში 43 გოლით დაასრულა და გერდ მიულერის რეკორდი დაამხო, წელიწადი შეაფასა:
'ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, პირადად ჩემთვის რთული თამაში იყო, ვოლფსბურგი დაცვით ფეხბურთს თამაშობდა და სივრცეები არ მქონდა.
2021 წლით ძალიან ვამაყობ, ახალ საფეხურზე ავედი. მღელვარებით სავსე წელიწადი წარსულს ბარდება.
ახლა ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ვაპირებ დროის გატარებას. ახალ წელს კარგ ატმოსფეროში უნდა შევხვდე', - განაცხადა ლევანდოვსკიმ.