მიუნხენის "ბაიერნმა" ლეროი სანის ტრავმის შემდეგ დრო ეფექტურად გამოიყენა და მილანის "ინტერთან" შეთანხმებას სწრაფად მიაღწია.
ცნობილი გერმანული გამოცემა "Bild" იტყობინება, რომ გერმანული გრანდის ბოსები იტალიური კლუბის ხელმძღვანელობას ივან პერიშიჩის ტრანსფერის თაობაზე მოელაპარაკნენ.
"ბაიერნი" და "ინტერი" პერიშიჩის ერთწლიან იჯარაზე შეთანხმდნენ. ვადის ბოლოს "რეკორდმაისტერს" 30 წლის ხორვატის 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნება.
ახლა კი ყველაფერი დამოკიდებულია ივან პერიშიჩზე, რომელიც "ნერაძურის" ახალი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს, გეგმებში აღარ შედის.
ივან პერიშიჩმა გასულ სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, 45 თამაშში 9 გოლი გაიტანა და 8 ასისტი გააკეთა.