მიუნხენის ბაიერნის 22 წლის გერმანელმა მეკარემ რონ-ტორბენ ჰოფმანმა ერთ-ერთ ინტერვიუში ბაიერნის დროებით დატოვების და სანდერლენდში იჯარით გადასვლის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა:
'თქვენ არ შეგიძლიათ ნახტომის გაკეთება, როცა ჯერ ბაიერნის 23-წლამდელთა გუნდში გერმანიის მესამე დივიზიონში თამაშობთ, უცებ ჩემპიონთა ლიგაზე 80 000 გულშემატკივრის წინაშე წარმატებუალდ ითამაშოთ, ეს უბრალოდ შუძლებელია. თუმცა, გარეთ მოთამაშე ფეხბურთელზე (იგულისხმება მეკარის გარდა ყველა პოზიცია) ეს სავსებით შესაძლებელია და ამის ნათელი მაგალითი ჯამალ მუსიალაა.
ჩვენ ვისაუბრეთ მანუელ ნოიერთან იმის თაობაზე, თუ რა იქნებოდა ჩემი შემდგომი კარიერის განვითარებისთვის უკეთესი. მან კი მირჩია, რომ პრაქტიკის მიღება და ხშირად თამაში ყველაზე მნიშვნელოვანია', - განაცხადა ჰოფმანმა.