მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტმა, ჰერბეტ ჰაინერმა კლუბის მიმართ გავრცელებულ "ბრალდებებს" უპასუხა - მიუნხენურ კლუბს გერმანელი გულშმატკივრები ლაიპციგის განზრახ დასუსტებაში ადანაშაულებენ:
'ფეხბურთელებს ჩვენი კონკურენტების დასასუსტებლად არ ვყიდულობთ, ჩვენ მათ იმის მიხედვით ვარჩევთ, თუ რომელი პოზიციები გვაქვს გასაძლიერებელი.
უპამეკანოს და ზაბიცერის ტრანსფერები ლოგიკური ნაბიჯი იყო, ნაგელსმანი მათთან ერთად მუშაობდა და ამ ფეხბურთელებს უკეთ იცნობს', - განაცხადა ჰაინერმა.