მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ ერლინგ ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა:
'ტაქტიკურად ლევანდოვსკი ბაიერნს 100%-ით ერგება. გულრწფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ ჰოლანდი უდიდესი ტალანტია, ბრწყინვალე ფეხბურთელი, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ მისი სათამაშო სტილი ბაიერნს ისევე კარგად მოერგება, როგორც ეს ლევანდოვსკის შემთხვევაში მოხდა.
ცხადია, მათ შორის ასაკობრივი სხვაობაც არსებობს და ბაიერნმა ეს უნდა გაითვალისწინოს, მაგრამ მე ლევანდოვსკის კარგად ვიცნობ და მისი სხეულის მონაცემებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ რომ მაღალ დონეზე თამაში კიდევ 2-3 წლით შეუძლია და ამ პერიოდში უამრავ გოლსაც გაიტანს', - თქვა რუმენიგემ.