მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა კაპიტანმა და ცოცხალმა ლეგენდამ, შტეფან ეფენბერგმა, კლუბის ხელმძღვანელობას გონს მოსვლისკენ მოუწოდა.
გასული სეზონის ბოლოს "რეკორდმაისტერმა" ლეგენდარული ვინგერები, ფრანკ რიბერი და არიენ რობენი, გააცილა. ამ ზაფხულს კი მათი შემცვლელები უნდა მოეყვანა, მაგრამ უკვე 12 აგვისტოა და "ბაიერნს" შემტევი მოთამაშე ჯერ არ დაუმატებია.
"ასეთი შემადგენლობით არაფერი გამოვა. უცხოური კლუბების ფინანსური შესაძლებლობები უფროდაუფრო იზრდება, "ბაიერნს" კი უფროდაუფრო უჭირს.
მიუნხენელებმა ფრთები უნდა გაშალონ, რადგან საქმე უკვე ჩემპიონთა ლიგას ეხება. ასეთი შემადგენლობით კი ჩემპიონთა ლიგის მოგების მიზანი ვერ გექნება", - განაცხადა ეფემ.
"რეკორდმაისტერმა" ახალი სეზონისთვის ჯამში დაახლოებით 118 მილიონი ევრო დახარჯა და სამი მოთამაშე დაიმატა: ბენჟამენ პავარი, ლუკა ერნანდესი და იან-ფეტ არპი.