გერმანული გამოცემების მტკიცებით, ბაიერნი კვლავ ცდილობს კინგსლი კომანთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებას - ფეხბურთელი ამჟამად წელიწადში 12 მილიონ ევროს იღებს, თუმცა დაახლოებით 20 მილიონამდე სურს.
როგორც Sport Bild-ი წერს, ბაიერნი ფრანგისთვის 15 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებს. მიუნხენურ კლუბში მხოლოდ გუნდის ლიდერები (ლევანდოვსკი, მიულერი, ნოიერი, კიმიხი) იღებენ წელიწადში 20 მილიონ ევროს -ასეთია გერმანული კლუბის საფინანსო პოლიტიკა.
ბაიერნი კომანის თამაშით კმაყოფილია, მაგრამ კლუბი ფრანგი ვინგერის ტრავმიანობით იმედგაცრუებულია. 25 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონსი ბაიერნის მაისურით 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავი 5 გოლით და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.