მიუნხენის ბაიერნის გენერალურმა დირექტორმა, ოლივერ კანმა დორტმუნდის ბორუსიას ნორვეგიელი შემტევის, ერლინგ ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერ მცირე კომენტარი გააკეთა:
'ჩვენ გვყავს რობერტ ლევანდოვსკი, რომელიც კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში აპირებ სეზონში 30-40 გოლის გატანას', - თქვა კანმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ფეხბურთელის აგენტმა, მინო რაიოლამ თქვა, რომ ჰოლანდი შესაძლოა ამ 4 კლუბიდან ერთ-ერთში გადავიდეს: ბაიერნში, რეალ მადრიდში, ბარსელონაში ან მანჩესტერ სიტიში.