ტონი ხუანმარტას მტკიცებით (Diaro Sport-ის ჟურნალისტი), კატალონიის ბარსელონამ ჯერ კიდევ ვერ იპოვა გუნდი, რომელიც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ესპანური გუნდის მცველის, სერჟინიო დესტის შეძენას დააპირებს.
წყაროს თქმით, შემოთავაზებები მხოლოდ იჯარის სახით ტრანსფერზე იყო გაკეთებული.
გერმანული გამოცემა Bild-ი იტყობინება, რომ დაახლოებით 1 თვის წინ, ბაიერნმა ბარსელონას შეთავაზება გაუგზავნა, რათა გაეგო თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ დესტისთან დაკავშირებით. მიუნხენურ კლუბს აინტერესბს, ბარსელონას პრიორიტეტი დესტის ზამთარში იჯარის წესით გაშვებაა, თუ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაყიდვა.
ესპანური გამოცემები ამტკიცებენ, რომ ჩავის პრიორიტეტი დესტის მინიმუმ სეზონის ბოლომდე შენარჩუნებაა, მაგრამ თუ იანვარში გამოჩნდება კლუბი, რომელიც ტრანსფერის ყველა მოთხოვნას შეასრულებს, კატალონიური გუნდი მზადაა შეელიოს დესტს.