დორტმუნდის ბორუსიას პრეზიდენტმა, რაინჰარდ რაუბალმა მიუნხენის ბაიერნთან შედარებაზე ისაუბრა:
'უკვე დიდი ხანია, რაც მუდმივად ბაიერნს გვადარებენ. ჩემი აზრით, ეს დორტმუნდის მიმართ არასამართლიანია. თუ კლუბების ფინანსურ მდგომარეობას მივიღებთ მხედველობაში, დავინახავთ, რომ შედარებას აზრი არ აქვს.
მუდმივად ბაიერნის ყურება და მათთან შეჯიბრი უნდა შევწყვიტოთ. ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იყო და რჩება ჩვენს მთავარ მიზნად, დორტმუნდი სწორ გზას ადგას', - განაცხადა რაუბალმა.