გერმანული გამოცემა kicker-ის წლის პერსონა რობერტ ლევანდოვსკი გახდა.
'წლის პრესონას ათწლეულებია ვასახელებთ და საუკეთესოს არჩევა ასეთი ადვილი იშვიათად თუ ყოფილა', - წერს საიტი.
ლევანდოვსკისთვის 2021 წელი მართლაც გამორჩეული გამოდგა. 33 წლის თავდამსხმელმა ორი რეკორდი გააუმჯობესა - 2020/21 წლების სეზონის ბოლო მატჩში მან ვოლფსბურგს 90-ე წუთზე გაუტანა, რითაც სეზონში 41-ე გოლი გაიტანა და გერდ მიულერის 1971/72 წლების რეკორდი გააუმჯობესა, გარდა ამისა, პოლონელმა მიულერის ბუნდესლიგაში 1972 წელს ერთ კალენდარულ წელში გატანილი 42 გოლი გააუმჯობესა და 43 გაიტანა.
ცნობისთვის, აღნიშნული ჯილდო შარშან ბაიერნის ექს-მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა დაიმსახურა.