დღეს, დუბაიში საერთაშორისო სპორტული კონფერენცია გაიმართა, რომელსაც მიუნხენის ბაიერნის ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკიც ესწრება.
ცერემონიის ორგანიზატორებმა პოლონელი ფორვარდი 2 კატეგორიაში დაასახელეს საუკეთესოდ: პირველი - მსოფლიოს საუკეთესო თავდასხმელი (მარადონას სახელობის ჯილდო) და მეორე - აპლიკაცია ტიკ-ტოკის მომხმარებლების წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო.
ცნობისთვის, აღნიშნულ დაჯილდოებაზე პსჟ-ს ფრანგი შემტევი, კილიან მბაპე წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.