როგორც უკვე მოგახსენეთ, ბაიერნში მნიშვნელოვანი ფინანსური დარღვევებია, რის გამოც მიუნხენის პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირველი კომენტარი კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ოლივერ კანმა გააკეთა:
'რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ ხელისუფლებასთან ამ საკითხზე. ჩვენი ინტერესია, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინოს', - განაცხადა კანმა.
ცნობისთვის, გერმანული მედიის მტკიცებით, დირექტორთა საბჭოს წევრების წინააღმდეგ შესაძლოა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას, მთავარი ეჭვმიტანილები კი ოლივერ კანი, სალიჰამზიჩი, რუმენიგე და რამდენიმე მნიშვნელოვანი პირია.