გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუნხენის ბაიერნი ტურინის იუვენტუსის ორი ფეხბურთელით დაინტერესდა.
საუბარია მარჯვენა ვინგერზე დეიან კულუსევსკიზე და ცენტრალურ მცველ, მატიას დე ლიხტზე. კულუსევსკის ტრანსფერში ბაიერნს პრემიერ ლიგის ორი კლუბი, ტოტენჰემი და არსენალი ეცილება. იუვენტუსმა ტრანსფერის დასაწყებ თანხად 35-40 მილიონი ევრო დაასახელა.
რაც შეეხება დე ლიხტს, ნიდერლანდელი მცველის იუვეუნტუსიდან გადაყვანა, მის აგენტს, მინო რაიოლას სურს. აღნიშნულ ტრანსფერში ბაიერნთან ერტად ლონდონის ჩელსიც არის ჩართული, ტურინული კლუბი კი იმედოვნებს, რომ დე ლიხტის სანაცვლოდ 60-დან 80 მილიონამდე ევროს მიიღებს.
კულუსევსკიმ იუვენტუსის მაისური მიმდინარე სეზონში 21-ჯერ მოირგო, თავის გამოჩენა კი 1 გოლით და 3 საგოლე გადაცემით მოახერხა, ხოლო დე ლიხტმა 20 შეხვედრა გამართა და 1 გოლიც გაიტანა.