ბაიერნსა და მიუნხენური კლუბის ფრანგ გარემარბ, კინგსლი კომანს შორის ახალ კოტნრაქტზე მოლაპარაკებები კვლავ ჩიხშია.
მხარეები თანამშრომლობას აგრძელებენ, თუმცა საბოლოო შეთანხმებამდე მიღწევას ფეხბურთელის მაღალი ფინანსური მოთხოვნები აფერხებს - კომანს ახალი ხელშეკრულების თანახმად წელიწადში 20 მილიონი ევროს მიღება სურს.
თუ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ კომანს ბაიერნის დატოვება მოუწია, გერმანული კლუბი მის შემცვლელად რამდენიმე ვარიანტს განიხილავს: ერთ-ერთი მათგანი კი ლიდსის გარემარბი რაფინია დიასია, თუმცა როგორც ფაბრიციო რომანომ დღეს დაწერა, ინგლისურ კლუბსა და ბაიერნს შორის ამ დრომდე არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა.