როგორც გუშინ გახდა ცნობილი, მოლაპარაკებები ჩაიშალა და უსმან დემბელე ბარსელონასთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს - ფრანგი შემტევის აგენტებმა კლუბს შემდეგი მოთხოვნები წაუყენეს: წლიური ხელფასი: €40 მილიონი, ბონუსი კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის: €20 მილიონი, რაზეც უარი მიიღეს.
24 წლის შემტევის გადაბირება პრემიერ ლიგის ორ გუნდს: მანჩესტერ იუნაიტედს და ნიუკასლს სურს, ტრანსფერით დაინტერესებული ბაიერნიცაა.
თუმცა ტრანსფერს ის გარემოება აფერხებს, რომ ფეხბურთელის მოთხოვნებს ბაიერნიც არ დააკმაყოფილებს, ამიტომ მიუნხენური გუნდი ამ ეტაპისთვის კულისებში ყოფნას და სიტუაციაზე დაკვირვებას ამჯობინებს.
გერმანული მედიის მტკიცებით, იანვრისთვის არა მაგრამ, ზაფხულისთვის ბაიერნი გაორმაგებული ძალებით შეეცდება დემბელეს დამატებას, რადგან სწორედ ამ პერიოდში გასდის მის კონტრაქტს ვადა.