ინგლისურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დონი ვან დე ბეეკის დღეები მანჩესტერ იუნაიტედში დათვლილია. ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა იუნაიტედის შემადგენლობაში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა, რის გამოც შესაძლოა გუნდი იანვრის თვეში დატოვოს.
ჯერ კიდევ აიაქსში წარმატებული სეზონის შემდეგ, 24 წლის ნახევარმცველი ტოპ კლუბების ინტერესის სფეროშია, თუმცა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ვან დე ბეეკის ტრანსფერით ყველაზე აქტიურად მიუნხენის ბაიერნია დაინტერესებული - მიუნხენში ნიდერლანდელს ტოლისოს შემცვლელად მოიაზრებენ.
ასე რომ, ტოლისოს წასვლამ შესაძლოა გზა გაუხსნან ვან დე ბეეკს ბუნდესლიგაში გადასასვლელად, სადაც საკუთარი პოტენციალის აღდგენას ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის შემადგენლობაში შეეცდება.