მიუნხენის ბაიერნსა და გუნდის გერმანელ მცველ, ნიკლას ზულეს შორის არსებული კონტრაქტის გახანგრძლივება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ცნობილია ფაქტი, რომ 26 წლის მცველს წლების წინ ბაიერნის დატოვება და კარიერის პრემიერ ლიგაში გაგრძელება სურდა. მის ამჟამინდელ მდგომარეობას ორი ინგლისური გუნდი აკვირდება - ვესთ ჰემი და ნიუკასლ იუნაიტედი. ბაიერნისთვის წინადადებით ჯერ-ჯერობით არცერთ ერთს მიუმართავს, თუმცა თუ კლუბსა და ფეხბურთელს შორის ახალი კონტრაქტი არ გაფორმდება, ცხადია ზულეს შეძენას შეეცდებიან.
ცნობისთვის, ზულეს და ბაიერნს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2022 წლის 30 ივნისს გასდის.