2021 წლის მიწურულს გთავაზობთ სტატისტიკას იმ ფეხბურთელებისას, ვინც ამ კალენდარულ წელში ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს ევროპის ტოპ ხუთი ჩემპიონატიდნა.
ბომბარდირთა დავას უპირობოდ მიუნხენის ბაიერნის პოლონელი ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი ლიდერობს, რომელმაც 69 გოლი გაიტანა. მეორეზე პსჟ-ს ფრანგი ვარსკვლავი კილიან მბაპე და დორტმუნდის ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგჰოლანდი არიან 49-49 გოლებით.
მაშ ასე, საუკეთესო მეგოლეები 2021 წელს იყვნენ:
1. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) - 69
2. კილიან მბაპე (პსჟ) / ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდი) - 49
3. ლიონელ მესი (ბარსელონა/პსჟ) / ჰარი კეინი (ტოტენჰემი) - 43
4. დუშან ვლაჰოვიჩი (ფიორენტინა) - 41