მედიაში გავრცელებული ინფორმაცისი თანახმად, იანვრის სატრანსფერო პერიოდში, მიუნხენის ბაიერნი და მადრიდის რეალი ნიკო შლოტერბეკის შეძენას შეეცდებიან, რომელიც ფრაიბურგის ღირსებას იცავს.
22 წლის ცენტრალურმა მცველმა მიმდინარე სეზონში 19 მატჩი გამართა, სადაც თავის გამოჩენა 2 გოლით მოახერხა.
შლოტერბეკი ამ მომენტისთვის, ბუნდესლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა მცველად ითვლება, მისმა თამაშებმა ევროპის ისეთი გრანდების ყურადღება მიიპყრო, როგორებიც მადრიდის რეალი და მიუნხენის ბაიერნია.
რეალის ინტერესი გასაგებია, რადგან სერხიო რამოსის და რაფაელ ვარანის წასვლით გამოწვეული სიცარიელის შევსება სურთ.
ფრაიბურგი 22 წლის მოთამაშის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს და თუ ადგილობრივ მედიას დავუჯერებთ, ფეხბურთელს ბუნდესლიგაში დარჩენა და ბაიერნთან ერთად თამაში სურს, რადგან რეკორდმაისტერი მისი ოცნების გუნდია.