როგორც უკვე მოგახსენეთ, სეზონის მეორე ნახევრის განახლების წინ, მიუნხენის ბაიერნში კოვიდ ვირუსმა იფეთქა. კლუბს ჯერ განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ გერმანული მედიის მტკიცებით, ბაიერნის კიდევ ორი მოთამაშე ინფიცირებულია.
ვირუსი გუნდის ორ მოთამაშეს, ლეროი სანეს და დაოპ უპამეკანოს დაუდასტურდათ - ფეხბურთელებმა დღევანდელი ვარჯიში გამოტოვეს და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
აქამდე ვირუსი ოფიციალურად შემდეგ მოთამაშეებს დაუდასტურდათ: მანუელ ნოიერი, კინგსლი კომანი, კორენტინ ტოლისო, ომარ რიჩარდსი, ლუკას ერნანდესი და ტიანგი ნიენზუს.