გერმანიის ბუნდესლიგაში მოთამაშე ფეხბურთელთა უმრავლესობამ მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი აირჩიეს.
პოლონელი ფორვარდი საუკეთესოდ გამოკითხულთა 43,2%-მა დაასახელა. მეორე ადგილზე ლივერპულის შემტევი მოჰამედ სალაჰი გავიდა (20,5%), ხოლო მესამეზე პსჟ-ს არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი.
ცნობისთვის, ოქროს ბურთი 2021-ის გამოკითხვაში ლევანდოვსკი სწორედ ლიონელ მესისთან დამარცხდა, მან 580 ხმით მეორე ადგილი დაიკავა და მესის 33 ხმით ჩამორჩა.