როგორც მოსალოდნელი იყო, ხორვატიის ეროვნული ნაკრების შემტევმა, ივან პერიშიჩმა, დღეს დილით მიუნხენურ გრანდში სამედიცინო შემოწმება გაიარა.
ცნობილი გერმანული ტაბლოიდი "Bild" იტყობინება, რომ 30 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი მიუნხენში დღეს დილით ჩავიდა და სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.
პერიშიჩი ჟურნალისტებმა გამოიჭირეს და მიუნხენში ვიზიტის თაობაზე ჰკითხეს, რაზეც ივანმა მოკლედ უპასუხა: "დიახ, მე ახლახანს გავიარე სამედიცინო შემოწმება. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია".