როგორც უკვე მოგახსენეთ, სეზონის მეორე ნახევრის განახლების წინ, მიუნხენის ბაიერნში კოვიდ ვირუსმა იფეთქა. კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაადასტურა.
ვირუსი გუნდის მარცხენა მცველს, ალფონსო დევისს დაუდასუტრდა. 21 წლის კანადელი თავს კარგად გრძნობს და შიდა იზოლაციაში იმყოფება.
აქამდე ვირუსი ოფიციალურად შემდეგ მოთამაშეებს დაუდასტურდათ: მანუელ ნოიერი, კინგსლი კომანი, ლერიო სანე, კორენტინ ტოლისო, დაიო უპამეკანო, ომარ რიჩარდსი, ლუკას ერნანდესი და ტიანგი ნიენზუს.