ხვალ, 7 იანვარს, გერმანიის ბუნდესლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი გლადბახს უმასპინძლებს.
აღნიშნულ მატჩამდე ერთი დღით ადრე, ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა - ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა მატჩის შესაძლო გადადებას ეხებოდა, რაზეც ნაგელსმანმა შემდეგი უპასუხა:
'ამ კითხვაზე 100%-ით ზუსტი პასუხი არ მაქვს. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ამ საკითხზე გერმანიის ფედერაცია და ჯანდაცვის ორგანოები მუშაობენ.
ჩემი და ჩემი ფეხბურთელების საქმეა ხვალინდელი შეხვედრისთვის მზად ვიყოთ - ამ დროის მონაცემებით, ვფიქრობ ხვალ ვითამაშებთ', - თქვა ნაგელსმანმა.