7 იანვარს, გერმანიის ბუნდესლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი გლადბახს უმასპინძლებს.
აღნიშნულ შეხვედრას ბაიერნი ძალიან დიდი დანაკლისით ხვდება, მიუხედავად ამისა, გუნდის გერმანელი შემტევი, ტომას მიულერი მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი:
'ხვალინდელ მატჩზე მოსაგებად გავალთ. სიტუაცია ოპტიმალური არ არის, მაგრამ არ მგონია დრამატიზმის საჭიროება იყოს.
დღეს გაცილებით მეტი მოთამაშე გვყავდა ვარჯიშზე, ვიდრე წინა დღეებში. ბევრი ახალგაზრდა 23-წლამდე გუნდიდან მოვიდა - მიუხედავად ყველაფერისა, თამაშის წინ პოზიტიურად ვარ განწყობილი.
შემადგენლობას ხვალ ვიხილავთ. შესაძლოა ზოგიერთმა მოთამაშემ მისთვის უჩვეულო პოზიციაზე ითამშოს, მაგრამ ჩვენ მაინც საუკეთესო ხარისხს ვაჩვენებთ მოედანზე! სათადარიგოთა სკამზე ბევრი უცნობი სახელი იქნება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ გოლების გატნა არ შეუძლიათ', - განაცხადა მიულერმა.