მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა სატრანსფერო ბაზარზე აქტიურ მუშაობს აგრძელებს და "რეკორდმაისტერის" სახელი კიდევ ერთ საინტერესო გარიგებას დაუკავშირეს.
ესპანური გამოცემა "Rac1" იტყობინება, რომ მიუნხენური გრანდი კატალონიის "ბარსელონას" დაუკავშირდა და ფილიპე კოუტინიოს თაობაზე დაიწყო მოლაპარაკებები.
მოგვიანებით ბრაზილიელმა ჟურნალისტმა, ბრუნო ანდრადემ, გაავრცელა, რომ "ბაიერნი" და "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა კოუტინიოს იჯარაზე შეთანხმდნენ.
ანდრადეს ინფორმაციით, მიუნხენური კლუბი ფილიპე კოუტინიოს იჯარაში თანხას არ გადაიხდის და ზაფხულში მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნება. მოთამაშის ანაზღაურება კი 11 მილიონი ევრო იქნება.
ფილიპე კოუტინიო "ბარსელონას" 2018 წლის იანვარში შეუერთდა და ესპანურ კლუბში ფეხი ბოლომდე ვერ მოიკიდა.
2018/19 წლების სეზონში 27 წლის ბრაზილიელმა სულ 54 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 5 ასისტი გააკეთა.