ფიფამ უკვე ოფიციალურად დაასახელა იმ სამი ფეხბურთელის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი 2021 წლის საუკეთესო მოთამაშე გახდება.
სამეულში მოხვდნენ: მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) და ლიონელ მესი (პსჟ).
ცნობისთვის, შარშან აღნიშნული ჯილდო ბაიერნის პოლონელმა ფოვარდმა მოიგო.
ფიფას The Best-ის დაჯილდოება 17 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება.