მიუნხენის "ბაიერნმა" გერმანიის თასის პირველი წრის ბარიერი მარტივად გადალახა და სტუმრად "ენერგი კოტბუსი" 3:1 დაამარცხა.
"რეკორდმაისტერმა" პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოიგო - რობერტ ლევანდოვსკიმ დამატებაზე ივარგა და "ბაიერნს" 1:0 მოაგებინა.
მეორე ნახევარში კი ჯერ კინგსლი კომანმა მოახერხა ლამაზი ბურთის გატანა, ხოლო მოგვიანებით თავი ლეონ გორეცკამაც გამოიჩინა - 3:0.
მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე კი "კოტბუსმა" პენალტი მოიპოვა და პრესტიჟის გოლის გატანაც მოახერხა. საბოლოოდ, 3:1 და "ბაიერნი" მეორე წრეში გავიდა.
მიუნხენელებმა დღეს სეზონის პირველი თამაში მოიგეს და პარასკევს ბუნდესლიგას დაიწყებენ - ნიკო კოვაჩის გუნდი 16 აგვისტოს შინ ბერლინის "ჰერტას" უმასპინძლებს.