როგორც უკვე მოგახსენეთ, გერმანული გამოცემა Bild-ი იტყობინება, რომ დაახლოებით 1 თვის წინ, ბაიერნმა ბარსელონას შეთავაზება გაუგზავნა, რათა გაეგო თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ დესტისთან დაკავშირებით. მიუნხენურ კლუბს აინტერესბს, ბარსელონას პრიორიტეტი დესტის ზამთარში იჯარის წესით გაშვებაა, თუ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაყიდვა.
მიხაელ რეშკე, რომლის სააგენტოც სერჟინიო დესტის წარმომადგენელია, ფეხბურთელის ბაიერნში გადმოსვლის შესაძლებლობას შემდეგნაირად აფასებს: 'ამჟამად დესტ არ აქვს ამბიცია, შეიცვალოს კლუბი. სკეპტიკურად ვარ განწყობილი და ნაკლებად მგონია, რომ მისი ტრანსფერი ზაფხულში მაინც შედგეს', - აცხადებს რეშკე.
ცნობისთვის, მიხაელ რეშკე წლების წინ ბაიერნის ტექნიკური დირექტორის თანამდებობასაც იკავებდა, თუმცა ახლა საკუთარი საააგენტოს ხელმძღვანელია.