ბრაზილიური სეარას პრეზიდენტმა, რობინნსონ დე კასტრომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას იტალიური სალერტინატას გარემარბის, ფრანკ რიბერის ტრანსფერი შესთავაზეს, თუმცა არც კი ახსოვდა ფრანგი კვლავ თუ თამაშობდა:
'გუშინ დამირეკეს და რიბერის ტრანსფერი შემომთავაზეს, არც კი ვიცოდი კიდევ თუ თამაშობდა', - განაცხადა დე კასტრომ.
მისივე თქმით, ჯერ არ იცის შეეცდება თუ არა რიბერის შეძენას.
ცნობისთვის, რიბერიმ ბაიერნის მაისური 425 შეხვედრაში მოირგო, სადაც თავის გამოჩენა 124 გოლით და 182 საგოლე გადაცემით მოახერხა.