ლევერკუზენის შემტევმა, პატრიკ შიკმა მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელის ვინაობა დაასახელა:
'ცხადია, ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკია და ეს არა მხოლოდ მის მიერ გატანილი გოლების გამო, არამაედ იმითაც გამოიხატება, თუ როგორ მუშაობს გუნდზე. 7-8 წელია მუდმივად სტაბილურად თამაშობს.
მიუხედავად იმისა, რომ მე და ის განსხვავებული ტიპის ფეხბურთელები ვართ, მისგან ბევრი რამის სწავლა შემიძლია. როცა მას ვუყურებ, მაინტერესებს, როგორ ახერხებს ამდენი გოლის გატანას - ამ კითხვაზე ჯერ-ჯერობით პასუხი ვერ ვიპოვე', - განაცხადა შიკმა.
ცნობისთვის, 25 წლის ჩეხმა ლევერკუზენის მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 19 მატჩი გამართა, სადაც თავის გამოჩენა 17 გოლით და 3 საგოლე გადაცემით მოახერხა.