კატალონიის ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა მოახლოებულ ელ კლასიკოზე და განვლილ შეხვედრებზე მცირე კომენტარი გააკეთა:
'წარმატებული შედეგი ყოველთვის ამაღლებს გუნდში გაწნყობას. მიმაჩნია, რომ ბარსელონაში ჩემი მოსვლის შემდეგ, მთლიანობაში მხოლოდ ბაიერნი იყო ჩვენზე უკეთესი.
ვფიქრობ, მარცხის მიუხედავად, სევილიაზეც და ბეტისზე უკეთესები ვიყავით. ამიტომ, ვეცდებით იგივეს გაკეთებას მადრიდის რეალის წინააღმდეგაც, იმედი მაქვს, მათ წინააღმდეგობას გავუწევთ და სუპერთასის ფინალში გავალთ', - განაცხადა ჩავიმ.