პოლონეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დიდი ალბათობით ფაბიო კანავარო დაინიშნება - ინფორმაციას გაძეტა დელო სპორტი ავრცელებს და კონტრაქტის სავარაუდო დეტალებსაც ახმაურებს.
მათი ინფორმაციით, პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციამ კანავაროს კონკრეტული წინადადებით უკვე მიმართა და დიდი ალბათობთ, თანხმობასაც მიიღებენ. საუბარია 2 წლიან კონტრაქტზე, რაც შეეხება ანაზღაურებას - პოლონური მხარე იტალიელს წელიწადში 2 მილიონ ევროს სთავაზობს.
გამოცემა ასევე წერს, რომ კანავაროს დანიშვნის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი პოლონეთის ნაკრების ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკია.