მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა ტომას მიულერზე და ზოგადად კლუბში მომუშავე პერსონალზე ისაუბრა:
'ტომას მიულერი ერთ დღეს შესაძლოა ბაიერნის აღმასრულებელი დირექტორი ან სულაც პრეზიდენტი გახდეს. მანამდე კი მინდა განვმარტო, რომ ჩვენ კარგად მოვემზადეთ და ჰერბერტ ჰაინერთან, ოლივერ კანთან და ჰასანთან ერთად ახალგაზრდული სპორტული საბჭო შევქმენით, რომელიც იმაზე გაცილებით მეტს და კარგ საქმეს აკეთებს, ვიდრე ამას ბევრი აღიარებს', - განაცხადა ჰაინერმა.