15 წლის დანიელი ნახევარმცველი, ჯონათან იენსენი (პარასკევს 16 წლის ხდება) მიდტიულანდიდან ბაიერნში მიემგზავრება.
იენსენი დანიის ერთ-ერთ უდიდეს ტალანტად ითვლება, მას რამდენიმე ტოპ კლუბი აკვირდებოდა და მოლაპარაკებებსაც აწარმოებდნენ, თუმცა საბოლოოდ ახალგაზრდა მოთამაშემ არჩევანი ბაიერნზე შეაჩერა.
ტრანსფერო ოფიციალურად სავარაუდოდ ამ კვირაში გამოცხადდება, ფეხბურთელი კი პრაქტიკას ბაიერნის ასაკობრივ გუნდებში მიიღებს.