მიუნხენის ბაიერნის მარჯვენა მცველმა, ბენჟამინ პავარმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება და აღნიშნულ ტურნირზე მიუნხენური კლუბის შანსები შეაფასა:
'არც ერთი გუნდის არ გვეშინია. ჩვენ მიუნხენის ბაიერნი ვართ, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი.
არც მადრიდის რეალის და არც პარი სენ ჟერმენის არ გვეშინია', - განაცხადა პავარმა.
25 წლის ფრანგი ბაიერნის ღირსებას 2019 წლიდან იცავს, მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე გერმანული კლუბის მაისურით 19 მატჩი ჩაატარა და თავი 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.