მიუნხენის ბაიერნის შემტევმა, რობერტ ლევანდოვსკიმ 2021 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოება გაიხსენა:
'ყველა პრიზს, გადაცემის თავისებური წესი აქვს. ჩემთის გაცილებით მნიშვნელოვანია, როცა გამარჯვებულს მწვრთნელები და ფეხბურთელები ირჩევენ.
ამას უფრო ვაფასებ, ვიდრე იმ პრიზებს, რომლებშიც გამარჯვებულს არც ფეხბურთელები და არც მწვრთნელები არ ასახელებენ', - განაცხადა ლევანდოვსკიმ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ლევანდოვსკი ფიფასგან 'The Best'-ის ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიგო, რაც შეეხება ოქროს ბურთს, ის კარიერაში მეშვიდედ, პსჟ-ს არგენტინელ შემტევს, ლიონელ მესის გადაეცა.