მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა გერმანული კლუბის ფინანსური შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა:
'ბაიერნმა საზღვრები უნდა დააწესოს და თქვას 'არა!" თუ მათ გადაკვეთს. ამ მომენტისთვის ბიზნესში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია. დავიდ ალაბას შემთხვევაში მე მკაფიო პოზიცია დავაფიქსირე...
ბარსელონას მსგავსად ბანკის ფულების ხარჯვა მარტივია - მაგრამ იყო წარმატებული სესეხების გარეშე, ეს არის ხელოვნება. გვინდა, რომ ბაიერნში ყველაფერი ასე დარჩეს', - განაცხადა ჰიონესმა.